|
2016-10-12 17:19:30, 814 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. მათივე ინფორმაციით, დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია, პროექტის საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. „დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე 50 წელია საგზაო ინფრასტრუქტურა არ განახლებულა. ათეულობით ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა ქუჩის კეთილმოწყობას. დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომლის დასრულების შემდეგ ნაძალადევში კიდევ ერთი სრულიად განახლებული ქუჩა გვექნება“ - განაცხადა დავით გოგიძემ. პროექტის მიხედვით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთლიანად გამართავს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემას - ახლით შეიცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე დამონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები. მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ნაძალადევის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია საგზაო სამუშაოებს გააგრძელებს და მთლიანად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)