|
2016-10-12 16:52:27, 1404 ნახვა
ეკონომიკა
მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა
საზოგადოებრივ ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრები გრძელდება. 12-13 ოქტომბერს მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა. ორდღიან შეხვედრას: შშმ პირები, მეჯვრისხევის გამგეობის წარმომადგენლები, სპეცმასწავლებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს წევრები დაესწრნენ. სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე და მათთვის მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. უკვე რამდენიმე თვეა სმენადაქვეითებულ და სმენის არ მქონე პირებს აქვთ საშუალება სახლიდან გაუსვლელად 31 სახის სახელმწიფო სერვისი მიიღონ, ამ შემთხვევაში მსურველები კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით: sda.gov.ge უკავშირდებიან დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ. სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომას უზრუნველყოფს. სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროების იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია ვებგვერდის ადაპტირება უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულებისათვის. გარდა ამისა, მიდის მუშაობა იმ საკითხზე, რომ საზოგადოებრივი ცენტრების შენობები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ანალოგიური ტიპის შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)