|
2016-10-11 23:15:20, 777 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური: ადამიანები, რომლებმაც პარლამენტში შესვლას დაუჭირეს მხარი, ამ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებლები
ადამიანები, ვინც პარლამენტში შესვლაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებლები, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ენმ პარლამენტში შევა. როგორც მან აღნიშნა, "ეს ვერ იქნება მიზეზი მინიმალური ბზარის შეტანისა პარტიაში". „ბევრ რამეს გამოაჩენს დრო. ადამიანები, ვინც პარლამენტში შესვლაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაზე არიან პასუხისმგებელი. ვნახავთ შედეგებს, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. თუმცა, ეს ვერ იქნება მიზეზი მინიმალური ბზარის შეტანისა პარტიაში“,- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. მისივე თქმით, ის არ იყო მომხრე პარლამენტში დეპუტატების შესვლის. „მე მიმაჩია, რომ არჩევნებზე მოხდა ტოტალური გაყალბება. მე არ ვიყავი მომხრე ჩვენი დეპუტატების პარლამენტში შესვლისა. ამ პარლამენტში, უბრალოდ, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. უნდა დაგვეტოვებინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში, თავის გაყალბებულ არჩევნებთან ერთად და ეს პარლამენტი ყოფილიყო ისეთი ერთპარტიული, როგორიც არის ჩრიდილოეთ კორეაში ან მსგავს ქვეყნებში. გუნდის წევრების უნრავლესობამ მიღო სხვა გადაწყვეტილება და ჩვენი დეპუტაცია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“,-აღნიშნა წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)