|
2016-10-11 22:03:00, 760 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე: გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ
გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხის შესახებ იყო დისკუსია და ეს არის ჯანსაღი პროცესი ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ევროპულ პარტიაში. "გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით. იყო დისკუსია და ეს არის ჯანსაღი პროცესი ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ევროპულ პარტიაში. გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ", - აღნიშნა კაპანაძემ. მისივე თქმით, წინსაარჩევნო გარემოში იყო სერიოზული ძალადობისა და არათანაბარი პირობები. "იყო ძალიან ბევრი დარღვევა, სერიოზული ძალადობა, არათანაბარი პირობები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ იმ ამომრჩევლებს, ვინც ხმა დაგვიჭირა და ასევე მათ, ვინც ხმა არ მოგვცა. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია, რათა ივანიშვილს შევუშალოთ ხელი, მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ისე, როგორც მოესურვება", - განაცხადა კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)