|
2016-10-11 14:41:36, 775 ნახვა
საზოგადოება
დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა
თბილისს შემოერთებული სოფლების, დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა. დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში, გაზქურა, სიმბოლურად, თბილისის მერმა აანთო. დავით ნარმანიას თქმით, დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას დღეიდან შეძლებს. „ადგილობრივებს საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდათ გაზმომარაგების პრობლემა. მოსახლეობამ დახმარება გვთხოვა. მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის ახალი სისტემით 60 ოჯახი ისარგებლებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემის შეყვანა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სამუშაოები კომპანიამ „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ შეასრულა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 500 000 ლარია. დიდგორი და თელოვანი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს 2007 წელს შემოუერთდა. ორივე სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)