|
2016-10-11 12:41:53, 717 ნახვა
პოლიტიკა
იან კელი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში შევლენ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოპოვებულ მანდატებს დაიკავებენ. ამის შესახებ ელჩმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა. მისი თქმით, დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალპარტიული, პლურალისტული დემოკრატიაა. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქარათველოს. დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული, პლურალისტული დემოკრატია. ვფიქრობ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძაობას" აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ და მე მათგან ველოდები, რომ ამ ვითარებას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით. როდესაც დრო მოვა, დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულები ვართ კამპანიაში და იმედი გვაქვს, რომ ისინი მოიქცევიან ისევე პროფესიონალურად, როგორც პირველ რაუნდში მოიქცნენ", - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)