|
2016-10-10 14:36:58, 2463 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლები ჰელმანდის ადმინისტრაციულ ცენტრში შეიჭრნენ
ავღანეში თალიბი მებრძოლები ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქაარგაჰში შევიდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, “თალიბანმა” ქალაქის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შეტევა განახორციელა. მედიის ცნობით, ქალაქში დაკეტილია აეროპორტი და მაღაზიები, გარეუბნებში კი შეტაკებები მიმდინარეობს. ლაშქარგაჰის ჩრდილოეთ ნაწილში მდებრე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ააფეთქა. როგორც BBC-ი ჰელამნდის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ თალიბებმა ბოლანის რაიონი დაიკავეს და ქალაქის ცენტრისკენ მიემართებიან. მედიის ინფორმაციით, ჰელმანდი თალიბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინციაა, რადგან იქ ოპიუმს აწარმოებენ, რომლის ვაჭრობითაც მოძრაობის საქმიანობა ფინანსდება. ჰელმანდის პროვინციაში წლების განმავლობაში ნატო-ს ძალებსა და თალიბებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. 2014 წელს ალიანსმა პროვინციაზე პასუხისმგბელობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადააბარა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)