|
2016-10-07 13:39:30, 670 ნახვა
საზოგადოება
კავკასიის სამართლის სკოლაში პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა კავკასიის სამართლის სკოლის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია წარუდგინეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროექტის მიზნიბი, აქტივობები და განხორციელების გეგმა გააცნეს. პროექტის აქტივობები შემდეგნაირია: • პროექტის მსურველთა აპლიკაციების მიღება - ბოლო ვადა 30 ოქტომბერი; • ჟიურის მიერ აპლიკაციების გადარჩევა და 20 მონაწილის შერჩევა - 1-10 ნოემბერი; • სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამრთლოში (მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი) – 12-13 ნოემბერი; • სადისკუსიო კლუბის შეხვედრა, საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი) – 14 ან 15 ნოემბერი; • პრაქტიკული დავალებები / კონკურის - ქეისების მიხედვით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება და ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - 15 ნოემბერი - 20 დეკემბერი; • პროექტის 2 გამარჯვებულის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა - 2017 წლის იანვარი - ივნისი (თითოეული სასამართლოს მეგობრის პოზიციისთვის ჰონორარირ 100$-ის ექვივალენტი ლარში); • პროექტის დახურვა - 2017 წლის ივლისი; პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს ახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო. პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“: ელ. ფოსტა: civilinvolvement@gmail.com ტელ: 597 79 73 11 – ლაშა გიორგაძე იხ. აპლიკაციის ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform
(NS)
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)