|
2016-10-06 10:50:50, 2331 ნახვა
მსოფლიო
სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი მიხაილ კოვაჩი გარდაიცვალა
სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი მიხაილ კოვაჩი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, 30 სექტემბერს გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიხაილ კოვაჩი რეანიმაციაში გადაიყვანეს. მდგომარეობის გაუარესების გამო ექიმები იძულებულები გახდნენ ის ხელოვნურ კომაში შეეყვანათ. ცნობისთვის, მიხაილ კოვაჩი სლოვაკეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1993-1998 წლებში იკავებდა. მან ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებებში. 1989-1991 წლებში კოვაჩი სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი იყო. 1991 წელს მან დაარსა პარტია “მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის”. 1990 წელს კოვაჩი სლოვაკეთის ფედერალური კრების დეპუტატად აირჩიეს. 1992 ის ჩეხოსლოვაკიის საკანონმდებლო ორჰანოს უკანასკნელი თავმჯდომარე გახდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სლოვაკეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)