|
2016-10-05 14:22:37, 1322 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩინური მხარის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სოფლუს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქ. ვუსუს მუნიციპალურ სახალხო მმართველობაში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც, ვუსუს რეგიონში, საქართველოს გამოცდილების გაზიარებით, მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, ახალი ჯიშების ინტროდუქცია, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობების გაღმავებაა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ვუსუს მერმა, დალალებევ კენჟახანმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა სინძიანის პროვინციის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზები, ღვინისა და ლუდის საწარმოები, მევენახეობის და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობები დაათვალიერეს; შეხვედრები გაიართა თაფლის წარმოებისა და კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელებთან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ქ. ურუმჩიში მე-5 საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი დაათვალიერეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოში ჩინეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)