05:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 10:02:04, 759 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს

ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭო დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს.

საკითხის განხილვა თბილისის დროით 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ცნობისთვის, გასულ კვირას ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა საბჭოს სხდომა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივა 5 სექტემბერს  დაამტკიცა. სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის შესაბამისი  ინიციატივა ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე უნდა დაამტკიცოს და მას ევროკავშირის საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics