|
2016-10-03 19:27:38, 809 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია და ალექსანდრე ჯეჯელავა აბაშა-მარტვილის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს შეხვდნენ
,,სახელმწიფო ხელს შეუწყობს მოსწავლეების აქტივობებს, პროექტებს, გუნდური მუშაობისა და ლიდერისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც შემდგომში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარი გახდება“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მარტვილის კულტურის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნო - ,,მომავალ წელს ავტობუსის მომსახურებით დამატებით 23 საჯარო სკოლა და 1500 მოსწავლე ისარგებლებს, გაგრძელდება სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და სათანადო ინვენტარით აღჭურვა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები, რაც სწავლების ინოვაციური და კრეატიული საშუალება იქნება და სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის თქმით 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება მასწავლებლების ხელფასის ზრდა, რაც 800-900 ლარს მიაღწევს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ თანამედროვე ინფარასტრუქტურით აღჭურვილი კერძო სკოლა ,,სხივი“ დაათვალიერეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ სოფელ ნაგებერაოს მოსახლეობას ახალი საჯარო სკოლის პროექტი გააცნეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ნაგვაზაოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის მდგომარეობას გაეცნენ, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც 2017 წლიდან დაიწყება. რეაბილიტირებული ტექნიკუმი რეგიონალური მნიშვნელობის გახდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ აბაშის მე-2 საჯარო სკოლა მოინახულეს. „ყველა მასწავლებელი გმირია თუნდაც იმიტომ, რომ აირჩია ეს პროფესია. მე ვიქნები ყველა მასწავლებლის დამფასებელი. გახსნილი კომუნიკაცია არის ჩვენი რეფორმის დასაყრდენი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე წელიწადში თვისობრივად განსხვავებული ვითარება გვექნება განათლების სფეროში“-განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აბაშაში პედაგოგებთან შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს განათლების სისტემის სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)