|
2015-03-15 18:18:32, 1255 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს რკინიგზამ" რუსულ გიგანტ კომპანიას შესაძლოა, უკანონო გარიგება დაუდოს
შპს. „ა.ს.ჯგუფი1990“-ს დირექტორი ავთანდილ საყვარელიძე "საქართველოს რკინიგზას" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე ელმავლის შეძენასთან დაკავშირებულ ტენდერს ეხება. საყვარელიძე ირწმუნება, რომ ტენდერში რუსულმა კომპანია "ურალის ლოკომოტივების ქარხანამ" გამარჯვება უკანონოდ მოიპოვა. საყვარელიძის მტკიცებით, "საქართველოს რკინიგზის" მიერ ტენდერი თავიდანვე გაყიდული და მისი პირობები ხსენებულ კომპანიაზე განგებ მორგებული იყო. საყვარელიძის განცხადებით, ჩინური კომპანია ტენდერიდან მოხსნილი ოფიციალურად არაა, მათ ამის თაობაზე ზეპირად განუცხადეს: "27 თებერვალს, რომ დასრულდა აუქციონი, გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ. ჩვენ ეს გამარჯვება არ მოგვცეს, მოგვხსნეს ტენდერიდან და გადავიდნენ მეორე ადგილზე ვინც გავიდა იმაზე. ოფიციალურად ტენდერიდან მოხსნილი არ ვართ, ჩვენ ზეპირად გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ თქვენ მოგხსნით ტენდერიდან და გადავალთ მეორე ადგილზე გასულ პრეტენდენტზე. ქალბატონმა განგვიცხადა, რომ ფორმალურ მიზეზს გამოვიყენებთო. ეს ქალბატონი არის ირაკლი ეზუხბაიას ცოლის დაქალი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.ჩვენ ვუთხარით, არ გაბედოთ იმის აღსრულება, რაც გამოგვიცხადეთქო, სიტყვიერად გვითხრეს, რომ ასე გავაკეთებთ, თუმცა ვერ ბედავენ",-განუცხადა ავთანდილ საყვარელიძემ "ექსპრესნიუსს". ამასთან, საყვარელიძის თქმით, ტენდერი რომ თავიდანვე გაყიდული იყო ამაზე მიუთითებს ის, რომ "საქართველოს რკინიგზამ" 200 000-მდე ლარი გადაუხადა რუსულ კომპანიას რუსული ელმავლების აღსაწერად და შესასწავლად, რათა ამ მონაცემების მიხედვით სატენდერო წინადადება აეწყოთ. როგორც საყვარელიძე "ექსპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, ინვესტიციასთან დაკავშირებით, შეხვედრები რკინიგზის დირექტორთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან გაიმართა. "შეხვედრები იყო რკინიგზის დირექტორთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, დაათვალიერეს თემქის ქარხანა იმიტომ, რომ მაგ პროექტში დევს 200 000 კვადრატული მეტრის შენობა საჭირო, რომელიც განიხილება ალტერნატივად, რომ ან ეს ქარხანა გამოისყიდონ მისი მფლობელისგან, ანდა ახალ ცარიელ ტერიტორიაზე, შემოვლით გზაზე ააშენონ თავიდან ქარხანა. ჩემი პარტნიორები არიან ისინი და მე მომყვებიან და თუ სახელმწიფოც ნებას დაანახებს, უფრო კარგი იქნება, თორე არაფერიც არ გაფუჭდება. ამ პროექტს მაინც გავაკეთებთ ჩვენით",-განაცხადა ავთანდილ საყვარელიძემ. მისივე თქმით, ქარხანა, რომლის მშენებლობასაც გეგმავენ, წელიწადში 50 ელმავალს გამოუშვებს და მას ექსპორტზე გაიტანენ. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ ამ მასშტაბის ქარხანა 2500 კაცის დასაქმებას უზურნველყოფს. "საქართველოში სულ 50 ქარხანაა და ეს ქარხანა გამოუშვებს წელიწადში 50 ცალს და შესაბამისად, გაიტანს ექსპორტზეც.სავარაუდოდ, ასეთი მასშტაბის ქარხანა არის დაახლოებით, 2500 კაცის დამსაქმებელი",-აღნიშნა ავთანდილ საყავრელიძემ. რაც შეეხება სატენდერო კომისიის წევრებს, რომლებმაც საყვარელიძის თქმით, უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან. "სატენდერო კომისიაში" შედიან მხოლოდ რკინიგზელები, მხოლოდ რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მოყვებიან ძველი დროიდან",-განაცხად ავთანდილ საყვარელიძემ. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების დროს, ავთანდილ საყვარელიძე განმარტავს, რომ რკინიგზას აქვს თავისი შიდა წესები, რომლითაც ტენდერებს არეგულირებს და არავითარი ვალდებულება არანაირ ვადებზე არ გააჩნია.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)