19:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 12:24:45, 1077 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღასრულა

რომის პაპმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღასრულა.

პაპმა წირვაზე დამსწრე ეპისკოპოსებს, მთავრობის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტირქ ილია მეორეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. პაპმა ფრანცისკემ მადლობა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს გადაუხადა.

„მადლიერი ვარ, რომ მონაწილეობა მიიღეთ დღევანდელ წმინდა წირვაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მადლიერებას გამოვხატავ პრეზიდენტის და პატრიარქის მიმართ, ილოცეთ და გამაყოლეთ თქვენი ლოცვები. პირობას გაძლევთ, მეც ვილოცებ თქვენთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცახადა რომის პაპმა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, წირვის ტრანსილირებას რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება ახორციელებდა.

პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.

ცნობისთვის, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს უკვე შეხვდა. პაპის ვიზიტი ხვალ დასრულდება. ის საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

პაპი ფრანცისკე საქართველოს გუშინ ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics