|
2016-09-29 11:39:24, 907 ნახვა
სხვადასხვა
კახა კახიშვილი უნგრეთის ციხის გენერალურ დირექტორს ანდრას ჩშოტის შეხვდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ ანდრას ჩშოტის შეხვდა. უნგრეთის ციხის სამსახურის დელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება. კახა კახიშვილმა შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სფეროში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სასჯელის მოხდის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. მინისტრმა მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებსა და ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, სტუმრებს გააცნო საქართველოს გამოცდილება მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. „უნგრელ კოლეგებთან დასაქმების, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვის, ალტერნატიული სასჯელების განვითარებისა და პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ. მნიშვნელოვანია, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც უნგრულ მხარეს მსჯავრდებულთა დასაქმების მიმართულებით გააჩნია“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა. უნგრეთის ციხის სამსახურის გენერალური დირექტორის, გენერალ-ლეიტენანტ ანდრას ჩშოტის განცხადებით, ქართული მხარის გამოცდილება მათთვის მნიშვნელოვანია. „პირველად ვიმყოფებით საქართველოში და მოხარულები ვართ, რომ მინისტრმა ამის შესაძლებლობა მოგვცა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ გამოწვევებს ერთობლივად ვუპასუხოთ. მჯერა, რომ საქართველოში ვიხილავთ ისეთ პროგრამებს, რომელსაც ჩვენთან დავნერგავთ“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრას ჩშოტიმ. მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. გენერალ-ლეიტენანტმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის სახელით ბუდაპეშტში მიიწვია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი გენერალ-ლეიტენანტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს N16 და N5 პენიტენციურ დაწესებულებებს და საქართველოს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურასა და ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნობა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე, უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში უნგრეთის ელჩი და უნგრეთის ციხის სამსახურის დელეგაცია ესწრებოდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში აგვისტოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ციხეებისა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და ბუდაპეშტისა და პალჰალმას ციხეებიც დაათვალიერა. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)