|
2016-09-28 17:08:26, 1010 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რჩება
გიორგი ვაშაძის პარტია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში რჩება, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის გუნდში რჩება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ბურჭულაძის ბლოკიდან მიიღებს. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ძალებით ბრძოლა. გუნდი, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, მზადაა გააგრძელოს ბრძოლა", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გადაწყვეტილებას წინ "სახელმწიფო ხალხისთვის" და "ახალი საქართველოს" ლიდერებს შორის რამდენიმე საათიანი კონსლუტაციები უძღოდა. ბლოკის შემადგენლობაში ასევე ”ახალი მემარჯვენეები” რჩებიან. შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)