|
2016-09-28 13:33:54, 1447 ნახვა
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის მუდმივად მზად ვართ
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა დღეს საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა. IDFI-ის სიგელი ყველა იმ უწყებას გადაეცა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა, მათ შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და პრობაციის ეროვნული სააგენტო. მინისტრ კახი კახიშვილის განცხადებით, გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის მუდმივად მზად არიან: "პირველად ჩვენ დავჯილდოვდით, როგორც 100%-ით ყველაზე გამჭვირვალე უწყება და ჩვენთან ერთად ასევე დაჯილდოვდა ჩვენივე ერთ-ერთი დანაყოფი, პრობაციის ეროვნული სააგენტო. ასე რომ, ჩვენ მუდმივად მზად ვართ, გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის, რადგან საზოგადოებამ ნამდვილად უნდა მიიღოს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გააჩნიათ",-აღნიშნა კახი კახიშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)