|
2016-09-27 15:50:20, 671 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის ფაქტს ეხმაურება
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სურს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს და უწყებას, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩართული იყო ამ პროცესში. „მისი წარმატებით დასრულებისთვის კი განსაკუთრებულად აღსანიშნავია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და ელჩის, ასევე პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთა შთამომავლების როლი. მინდა აქვე შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინასებითა და მხარდაჭერით სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ლევილის ბიბლიოთეკაში და მოწესრიგდა წიგნების ფონდი. სამომავლოდ, ასევე რამდენიმე საინტერესო პროექტი იგეგემება“,-აღნიშნა მიშველაძემ. შეგახესნებთ, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემით 25 წლიანი პროცესი დასრულდა და ლევილი მის კანონიერ მემკვიდრეს ქართველ ხალხს დაუბრუნდა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)