|
2016-09-27 15:44:18, 684 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: მიმაჩნია, რომ სისულელეზე მიბარებენ, თუმცა მაინც მივალ
„მიმაჩნია, რომ სისულელეზე მიბარებენ თუმცა მაინც მივალ, თუ ჩემი მისვლა საჭიროა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა. წერეთელის თქმით, დღეს ინტერნეტში გავრცელებული აუდიო ჩანაწერი ფაბრიკაციაა და ხელსუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში არ წარიმართოს. „ძალიან კარგად იციან კვლევის შედეგები და ზუსტად ვიცი, რომ არჩენებში წაგების ეშინიათ. ძალიან ბევრი კვლევის მიხედვით მე ვლიდერობ და ქუთაისში მოგებას ვაპირებ. ხელსუფლება ყველანაირი გზით ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს და წინა საარჩევნოდ უამრავ რამეს იგონებს. ალბათ კიდევ ბევრ რამეს გაავრცელებენ. პატივს ვცემ კანონს, მათ შორის ძალიან ბევრი კანონი ჩვენს დროს არის დაწერილი, თუმცა მიმაჩნია, რომ სისულელეზე მიბარებენ“, - განაცხადა წერეთელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა შესაბამის უწყებებს მიმართა და აღნიშნა, რომ დეპუტატის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა კანონით ისჯება. „მივმართავ შესაბამის უწყებებს, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო. დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა და პირადად მე გახლავართ მოქმედი დეპუტატი , ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ დეპუტატის პროფესიული საქმიანობისათვის ხელისშეშლა კანონით ისჯება“, -განაცხადა წერეთელმა. ამასთანავე, პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გიგი წერეთელი დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. „მანანა კობახიძე ქართულ პოლიტიკაში სამარცხვინო ფურცელია. კობახიძე ალბათ სხვა ჩანაწერებს ნახულობდა, რაღაცები დამაბრალა. ჩანაწერს თუ მოუსმენთ ნახავთ, რომ იქ სულ სხვა შინაარსია და ალბათ ხელისუფლებას ჩანაწერის ხვადასხვა ვერსიები აქვს გამზადებული. სწორედ ერთ-ერთი ნახა კობახიძემაც“, - დასძინა გიგი წერეთელმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)