19:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 17:54:14, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელიამ მოსახლეობათან ერთად ,,ჭყონდიდლობა"იზეიმა

მარტვილში, ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ დანელიამ მეუღლესთან, მერი ჩიქობავასთან ერთად პატივი მიაგო გიორგი ჭყონდიდელის ხსოვნას და ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო.

საზეიმო ლიტურღია მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრემ(ცაავა) აღავლინა და კერძო სკოლაში „სხივი“ მშენებარე წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics