|
2016-09-26 16:02:58, 612 ნახვა
პოლიტიკა
ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მოსახლეობასთან შეხვდრების მეორე ეტაპი დაიწყო. მეორე ეტაპის შეხვედრის ფარგლებში კანდიდატი ფარცხანაყანევში ამომრჩეველს შეხვდა. „დღევანდელი შეხვედრის საუბრის თემა იყო ის მთავარი დანაპირები, რომელიც არის ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მათ შორის ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, სახელმწიფო პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებაზე. ამ პროგრამის ამოქმედებით პენსიონრებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდება. მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი იქნება უფრო მაშტაბური და უფრო საინტერესო“, - განაცხადა ცოტნე ზურაბიანი ცოტნე ზურაბიანმა პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 2 კვირა მოსახლეობასთან შეხვედრები შეაჩერა და 2 კამპანია „ინფრომიარებული ამომრჩეველი“ და „წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი“ დაიწყო. კამპანიების ფარგლებში ყოველდღე რამდენიმე შეხვედრა იმართებოდა. მათ შორის ჩატარდა ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა და კარდაკარის პრინციპით ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა. გარდა ამისა კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მართავდა შეხვედრებს, მათ შორის იყო შეხვედრა მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, ექიმებთან, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან და სხვა. (NS)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)