|
2016-09-26 14:18:21, 699 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „თავისუფალი ზონის“ წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ
„თავისუფალი ზონის“ წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში დესტაბილიზაცია იგეგმება. „რეალურად,“ ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში“,-აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას. „ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მიხეილ სააკაშვიილის ხელმძღვანელობით ოდესიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)