|
2016-09-26 14:14:19, 742 ნახვა
საზოგადოება
GPI- ს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის წინააღმდეგ
"ჯიპიაი"-ს შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაზღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მომსახურებად იქცა. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია მომსახურებაზე გაურკვეველი მიზეზებით ამბობს უარს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 25 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე, კომპანიამ კვლავ წარმოუდგენელი მიზეზით თქვა უარი. შპს "კლიპარტის" ერთ-ერთი თანამშრომლის მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელსაც პედიატრის გამოძახება დასჭირდა, "ჯიპიაი"- ს ოპერატორმა მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა და ავადმყოფი შვილის დედას განუცხადა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გამოძახებიდან ორი საათის შემდეგ, პაციენტს "გამონაკლისის დაშვებას" დაჰპირდა. თუმცა კომპანიაშიც ალბათ კარგად ესმით, რომ ორი საათის დაგვიანებით, ისიც, გამონაკლისად გასაღებული ექიმის მომსახურების მიღება, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს აღარ სჭირდება. თავად კომპანიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. "ძალიან ვწუხვართ, ვარკვევთ, რატომ ხდება ტექნიკური გაუგებრობა. ვეცდებით, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა", - აცხადებენ „ჯიპიაი“- ში. სადაზღვევო კომპანია, "ჯიპია“-ს მომსახურებით, შპს "კლიპარტის“, შპს "პირველისა" და "რუბრიკის“ თანამშრომლები უკმაყოფილებას არაერთხელ გამოთქვამდნენ, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დღეს, "ჯიპიაი"-ს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. კომპანიასთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში, "ჯიპიაი"- მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომსახურების სისტემა, წესრიგში არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ზუსტ გადახდას მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს. მომხმარებლებს ვინც თვლის, რომ "ჯიპიაი"-მ მისი უფლებები დაარღვია, შეგიძლიათ, შემდეგ ნომერზე დარეკოთ - 595 01 81 71
(NS)
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)