18:06 - 07 Jul, 2026
|
2016-09-25 17:02:48, 640 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სოფელ ბაღდადისა და სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. არჩილ თალაკვაძე სოფელ ბაღდადისა და სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და ისაუბრა სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე. „აქ მოვედი იმისთვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვიდგე თქვენს გვერდით. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველას მოგეცეთ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ, 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად შევუდგებით ქვეყნის სწრაფ განვითარებას“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)