|
2016-09-24 17:17:43, 679 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე გიორგი ცაბაძის სახელობის 25-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგებს შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე დღეს გიორგი ცაბაძის სახელობის 25-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგებს შეხვდა. „განუზომელია თქვენი როლი მუხიანისა და გლდანის ახალგაზრდობის, აქაური ეკოსისტემის განვითარებაში. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მუხიანი და გლდანი უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ უბნად თბილისში. ამის გაკეთება კი, შეუძლებელია ხელოვნების, კულტურის სფეროს განვითარების გარეშე. დიდი მადლობა იმისათვის, რასაც უკვე 40 წელია აკეთებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“,-განაცხადა ლევან კობერიძემ. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებსაც მოუსმინა და მასწავლებლებს გვერდში დგომას დაჰპირდა. „სამწუხაროა, რომ დღევანდელი მდგომარეობით თქვენ მოხსნილი გაქვთ პედაგოგის სტატუსი. მე მგონია, რომ თქვენი ღვაწლი ახალი თაობის აღზრდაში, სწორედ რომ პედაგოგიკის ნაწილია და გპირდებით, აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს შესაბამის უწყებებთან, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა“,-აღნიშნა ლევან კობერიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)