|
2016-09-23 16:21:30, 987 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქიs მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა საუბრისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. ასევე, ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. „დღეს თითოეული ჩვენთაგანი არის თავისუფალი, ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ეს თავისუფლება. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი, არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ წინა ხელისუფლება, როგორც ეს ნორმალური განვითარებულ ქვეყნებში ხდება. დღეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები აღარ იდევნებიან, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს. ყველას მოგიწოდებთ რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე მიხვიდეთ და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)