|
2016-09-23 16:01:07, 647 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ 12 000-მდე ადამიანს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დაუკანონდა. თუმცა, ბექა ნაცვლიშვილმა იმედი გამოთქვა, ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ: „ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურ გეგმაზე, თუ როგორ გავააქტიუროთ შერიგების პროცესი. თუ როგორ გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები ამ კუთხით. ეს არ არის ილუზიები, ეს არის ძალიან პრაგმატული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება დევნილების საკუთრება მაგრამ დიდი იმედი გვაქვს არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი",-აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ისნის რაიონში სოციალური პრობლემები არსებობს. ის მოსახლეობას მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)