|
2015-03-13 13:53:46, 469 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ბულგარეთის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და ბულგარეთის სასჯელთა აღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა როსენ ჟელიაზკოვმა ორი ქვეყნის პრობაციის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი დაესწრო. „ჩვენი პრობაციის სააგენტო ლიდერია რეგიონში. გვაქვს შემოთავაზებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომ მათაც გავუზიაროთ გამოცდილება და სისტემის გამართვაში დავეხმაროთ, თუმცა ეს არაა საკმარისი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე და ასეთი სახის თანამშრომლობაა სწორედ პროგრესის საწინდარი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, როგორც აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციართა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე მათი რესოციალიზაციის პროგრამების განვითარების კუთხით. მხარეების მიერ პრიორიტეტულ საკითხად არის მიჩნეული სემინარების, სასწავლო ვიზიტების, სტაჟირების ერთობლივი ორგანიზება. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბულგარეთის დელეგაციამ დაათვალიერა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სასჯელაღსრულების N 11 დაწესებულება, გაეცნო საქართველოს პრობაციის სისტემის სპეციფიკას და ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს. ცნობისთვის, საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, 2015 წლის 20 თებერვალს, ანალოგიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მოლდოვას რესპუბლიკის პრობაციის სამსახურთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)