|
2016-09-23 12:35:08, 742 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: გამოუცდელი ადამიანი თსუ-ის რექტორად არ გვჭირდება
განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორად გამოუცდელი ადამიანი არ სჭირდებათ. მინისტრმა, თსუ-ის რექტორობის ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა. ჯეჯელავამ მის ყოფილ მოადგილეს, გია შარვაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. „გამოუცდელი ადამიანი თსუ-ის რექტორად არ გვჭირდება. გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო. შესაბამისად, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორის არჩევნები მიმდინარეობს.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)