|
2016-09-23 11:28:16, 1886 ნახვა
მსოფლიო
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ, - ამის შესახევ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ნიუ-იორკში განართულ ერთობლივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. “ჩვენ ვერ გამოვალთ და ვერ ვეტყვით მთელ მსოფლიოს, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ, თუ ეს ასე არ არის”, - განაცხადა კერიმ. სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ მოლაპარაკებებს “ხანგრძლივი, მტკივნეული და იმედგაცრუების მომტანი” უწოდა. როგორც მისტურამ აღნიშნა, უახლოესი საათები და დღეები მშვიდობიანი პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთან, კერის განცხადებით, ნდობის აღსადგენად საჭიროა, რომ მათ, ვინც ჰაერში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს, შეწყვიტონ ამის კეთება. თავის მხრივ, ლავროვმა ბრძოლის შეწყვეტა ოპოზიციისგან მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა. თავდაპირველად აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის სამთავრობო ძალების პოზიციაზე დარტყმები განახორციელა. მოგვაინებით დაიბომბა ჰუმანიტარული ავტოკოლონა. ავტოკოლონაზე ავიადარტყმებში აშშ მოსკოვსა და დამასკოს ადანაშაულებს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)