|
2016-09-21 15:06:52, 621 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე ვერხვების და წმინდაწყლის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ვერხვების , წმინდაწყლისა და ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული საკითხები გააცნო. „2012-2016 წლებში საქართველოს აქვს წინსვლა დემოკრატიული განვითარების ყველა მიმართულებით. უზრუნველყოფილია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებები: ღირსება, თავისუფლება და უსაფრთხოება“, -აღნიშნა მაკრახიძემ. მისივე თქმით, სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მართვის სისტემა. გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. „ჩვენი ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის დაცვის მთავარი პრინციპებია სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა, დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული ცხოვრების გარანტი“, - განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)