|
2016-09-21 12:27:48, 1361 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი "ჰეროკრატიაზე": ჩემს მეუღლეს პირველი-ორი სერია ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი
პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, მე ვუყვებოდი მას, მაგრამ ცრემლის გარეშე ვერ მოვყევი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფილმ heroკრატიას. მისი თქმით, საქართველოსა და ბევრი ქვეყნის ისტორიას, საკუთარი ხელისუფლებისგან საკუთარ მოსახლეობაზე არ ახსოვს ისეთი ზეწოლა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. ყოფილი პრემიერის შეფასებით, ფილმი საქართველოს მოქალაქეზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე უცხოელზე, ვინაიდან, ქართველებმა კარგად იციან, რაც ხდებოდა. „ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელიწადი იყო ძალიან განსაკუთრებული, შეიძლება მსგავსი საქართველოს და კიდევ ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საკუთარი ხელისუფლებისგან ასეთი ზეწოლა მოსახლეობაზე უპრეცედენტო იყო. ამ ფილმს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას არ აირჩევს სწორად. მე არ მივადევნებ თვალს რეიტინგს. „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ არ აწყობთ ამ ფილმის მაღალი რეიტინგი. ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, მე ვუყვებოდი. ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა, თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ესეიგი მომეწონა. კარგად აღადგინა სურათი, რაც ხდებოდა. არამგონია უცხოელებზე მოახდინოს ასეთ შთაბეჭდილება, რადგან კარგად ვიცოდით რა ხდებოდა, შესაბამისად, როცა საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, უცხოელისგან განსხვავებული განცდები ექნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)