|
2016-09-21 11:03:51, 675 ნახვა
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: ადგოლობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები სოფელ შაშიანის ფერმერებთან, ქალაქ გურჯაანში მდებარე სპირტის სახდელი ქარხნის თანამშრომლებთან და გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა ფერმერებისგან მათი საქმიანობის ისტორია და სამომავლო გეგმები მოისმინა. სპირტის სახდელი ქარხნის თანამშრომლებს და გურჯაანის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრებზე, რომლებმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, გურჯაანელებმა ყურადღება გაამახვილეს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე. დავით სონღულაშვილი მათ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა. შეხვედრების ბოლოს დავით სონღულაშვილმა სპირტის სახდელი ქარხანა დაათვალიერა. „ადგილობრივ ფერმერებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მაგალითად, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ჩემი მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყო თითოეულ თქვენგანს საქმის კეთებაში. მაქსიმალურად ვეცდები, როგორც დეპუტატი, რომ ამ პროექტების სიკეთეების უმეტესობა გურჯაანში წამოვიდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
(NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)