|
2016-09-21 11:00:01, 668 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის ამომრჩევლებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა, როგორც გლობალურად სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე იმ ლოკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სოფლების მასშტაბით განხორციელდა. „მესმის, რომ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება. მთავარია კომუნიკაციას აქტიური ფორმა მივცეთ, რომ ადგილზე არსებულ გამოწვევებს უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ და საკითხების ნორმალიზება მოსახლეობის ინტერსების შესაბამისად მოხდეს “,- განაცხადა გელა სამხარაულმა. დეპუტატობის კანდიდატმა განმარტებები სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებითაც გააკეთა. „შემწეობის დანიშვნის საკითხი პოლიტიკური კონტექსტიდან გამოვიდა და ახლა მეტ დახმარებას იღებენ ისინი, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, მაშინ, როცა წინა წლებში დახმარების მიმღებთა ოდენობა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იზრდებოდა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გადაიხედება და სტატუსის დაკარგვის მიზეზები საფუძვლიანად განიხილება. არც ერთი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩება. ამ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ- ერთი პრიორიტეტია. ზოგადად სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 62,1%-ით, 1 401 8333 500-დან 2 273 000 000-მდე გაიზარდა“,-განაცხადა გელა სამხარაულმა. (NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)