13:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 15:43:15, 1087 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ნაადრევი ჯიშის მანდარინის რთველში ჩაერთო

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სტუმრად მყოფ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ ციტრუსოვანთა ახალი ჯიშებისა და მათი თავისებურებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის ა.რ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩაქვის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანთა - სადედე და საკოლექციო ციტრუსის სხვადასხვა ჯიშის ნარგაობები 12,2 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წელს ფერმერებზე გასაცემად მზად არის 7000 ძირზე მეტი მანდარინის სტანდარტული ნერგი.

აღნიშნულ სანერგე მეურნეობაში მიმდინარე წლის აგვისტოში დაიმყნო 1600 ძირზე მეტი ნერგი, მათ შორის: 9660 ცალი სხვადასხვა ჯიშის მანდარინი, 2300 ცალი ლიმონის ნერგი (მეიერი, კარა, ქართული ლიმონი); ასევე 1680 ცალი ფორთოხლის და გრეიფრუტის სხვადასხვა ჯიშის ნერგი.

მიღებულ ნერგებს 2017 წლის შემოდგომაზე აგროსერვის ცენტრი ფერმერებს შეღავათიან ფასად მიაწვდის.

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში, მინისტრმა ფერმერები მანდარინის საადრეო ჯიშების მოსავლის რთველზეც დაპატიჟა. რთველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც ჩაერთო.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics