|
2016-09-20 14:25:37, 806 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის არჩევნების ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას, პრეზიდენტი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 144 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით დარეგისტრირდა. „ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. საყურადღებოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნები საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე გაიხსნა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)