|
2016-09-19 17:04:28, 1904 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოცხადდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში მომხდარ აფეთქებსთან დაკავშირებით 28 წლის აჰმად ხან რაჰამიზე ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს თხოვნით, თუ აღნიშნული პიროვნების შესახებ რამე ინფორმაცია მოეპოვებათ, სამართალდამცავ ორგანოებს აცნობონ. მედიის ცნობით, აჰმად ხან რაჰამი წარმოშობით ავღანელი აშშ-ის მოქალაქეა. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი სავარაუდოდ შეიარაღებული და საშიშია. ამასთან, სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანასკნელად აჰმად ხან რაჰამი ნიუ-ჯერსის ქალაქ ელიზაბეთში ნახეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ელიზაბეთში დღეს ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ბომბები ნიუ-იორკში ამოქმედებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი იყო. ცნობისთვის, მანჰეტენის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილის მახლობლად კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)