12:15 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 13:07:53, 706 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: ზეწოლის ქვეშ არიან ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას

ზეწოლა ჩემზე და ჩემს მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები, - ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველოში კრიმინალური გარჩევები ბრუნდება.

”საქართველოში ბრუნდება კრიმინალური გარჩევები, ძალადობა, კორუფცია, მკვლელობები ქალაქის ცენტრში, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო ორი თვითმკვლელობა მოხდა უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე. ბანკების გაქურდვა, მოქალაქეთა პირად ცხოვებაში ჩარევის ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დღეს, როგორც არასდროს, საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 25 წელია ვაშენებთ. უკვე აშკარაა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომლებიც აღარ ერიდებიან ფართო თავყრილობებსა და სატელევიზიო რეკლამებს. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას - სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთი მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მანვე დასძინა, რომ საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმე, სანამ საზოგადოება შეეგუება რომელიმე მხარის ბინძური მეთოდებით მოქმედებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics