|
2016-09-18 17:27:24, 630 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შიოლაშვილი: დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება უკეთესი გახდეს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევისა და ჯუგაანის ამომეჩეველს შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრისას ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და მათგან კონკრეტული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. „დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება უკეთესი გახდეს. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოციალურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია, გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. ვხედავ ამ პროცესების აქტიური მონაწილეები ხართ და მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი”,-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა. (NS)
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)