|
2016-09-18 13:51:46, 600 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. „ზემო ნიქოზი მაღალმთიან დასახლებად ითვლება. სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის ამაღლებაზე. ამ მიზნის მისაღწევად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთათვის კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ შეღავათებს: პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით. 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისადმი დამოკიდებულება. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები, სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო მაშსტაბური გახდება“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. (NS)
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)