|
2016-09-15 18:52:51, 738 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს შეუერთდნენ მემორანდუმს
კონტრაქციების გამართვა და სხვა სუბიექტისთვის აგიტაციაში ხელის შეშლა ჩვენთვის არის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიუღებელი ფორმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისი თქმით, კონტრაქციები არის პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის, ძალადობის პროვოცირების ყველაზე საშიში ინსტრუმენტი. "პარტიების მხრიდან კონტრაქციებზე უარის თქმით, მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და ძალადობის პროვოცირების რისკი. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში აგიტაციის მხოლოდ კორექტული ფორმების გამოყენებაზე. ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ პოლიტიკური პარტიებისგან ანალოგიური პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პარტიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც კონტრაქციები აჭარაში, სამეგრელოში და სხვა რეგიონებში. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პროვოკაციების მოწყობისა და განსაკუთრებით, ძალადობის პროვოცირების რისკი, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არგამართვაზე. ამ მიზნით, ვთავაზობთ ყველა საარჩევნო სუბიექტს შეუერთდნენ შესაბამის მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში”, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)