01:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 15:57:12, 2194 ნახვა

მსოფლიო
კუნძულ ბალისთან ბორანი აფეთქდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი

ინდონეზიის კუნძულ ბალისთან ტურისტული ბორანი აფეთქედა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, გარდაცვლილი გერმანელი ტურისტია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ბორანზე ბომბი არ აფეთქებულა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბორანზე ეკიპაჟის ოთხი წევრი და 30-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი უცხოელი იყო. ხომალდი კუნძულ ჯილი ტრავანგანისკენ მიემართებოდა. სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, მგზავრებს შორის იყვნენ ბრიტანეთის 17 მოქალაქე, ასევე საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის, ირლანდიისა და ესპანეთის მოქალაქეები.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბორანმა სანაპიროდან 200 მეტრის მანძილი გაიარა.

ცნობისთვის, 2016 წლის მარტში კუნძულ ბალისთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გადარჩა. რამდენიმე ადამიანი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics