|
2016-09-15 15:14:45, 783 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ თავად ბელადი ბიძინა ჩაერთო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა არაფერი აწუხებს. ბოკერიას თქმით, პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ თავად ბელადი ბიძინა ჩაერთო. „ეს გასაგებია. დავაკვირდეთ რა აწუხებს ბიძინას და მის რაზმს - უმუშევრობა? - არა, სიღარიბის ზრდა? - არა, კრიმინალის ზრდა? - არა. აწუხებთ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა სათქმელი არ აქვს. ზუსტად ამიტომ და იმის გამო, რომ 4 წელია მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებია, 8 ოქტომბერს ხალხი მათ გადაირჩევს და მომავალმა მთავრობამ უნდა მივხედოთ საქმეს", - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მცდელობა პირველივე დღიდან ჰქონდა. "მთელი "ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, ბოლო შემოდგომა დარჩათ და კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტუმარად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი არ აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)