|
2016-09-15 14:23:30, 652 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა
გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს სურვილი კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის შეფასებით, დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. მისივე თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, რათა მინიმალური ძალადობაც კი გამოირიცხოს. „ასე მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში 2003 წელს და იგივე გრძელდებოდა 2008 წლის არჩევნებში. ხოლო 2012 წელს თქვენ გახსოვთ რაც ხდებოდა, მაგალითად ხაშურსა და სხვა რაიონებში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებს აგებენ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ცდილობენ კვლავ ძველი მეთოდებით გაიმარჯვონ, თუმცა საზოგადოება დღეს ბევრად კონსოლიდირებულია, ვიდრე ადრე და ვფიქრობ, მათ გეგმებს ასრულება არ უწერია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)