07:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 12:09:10, 529 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ ნავერიანი ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს გაეცნო

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი ამჯერად, იაღლუჯის ქ. N70–ში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მარნეულში, ე.წ ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები,  საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებული ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს.

 ეკომიგრანტებთან შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოახსენეს, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ.

 მათი განმარტებით, თვითმმართველობა მაქსიმალურადაა ჩართული იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც ეკომიგრანტებისათვის მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლების აშენებას და ეკოსოფლის დაარსებას გულისხმობს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა გეოლოგიური დასკვნის მომზადება და ტოპო გეგმების შედგენაც.

 მაჟორიტარობის კანდიდატი ეკომიგრანტებს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენების საქმეში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics