|
2016-09-14 14:40:25, 652 ნახვა
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ინტერნეტში ამ საუბრის გავრცელება თვითონ მოსაუბრესაც შეუძლია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელება, არაა დადასტურება იმისა, რომ საქართველოში დღეს უკანონო მოსმენები ხორციელდება. როგორც ჟორჟოლიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ საუბრის გავრცელება ინტერნეტში თვითონ მოსაუბრესაც შეუძლია: " საუბარი არ მინახავს, მაგრამ ეს არაა იმის დასტური, რომ საქართველოში დღეს უკანონო მოსმენები ხორციელდება. ინტერნეტში ამ საუბრის გავრცელება თვითონ მოსაუბრესაც შეუძლია. მეტი საქმე არ აქვს "ქართულ ოცნებას" ეს საუბრები გაავრცელოს",-აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა. შეგახსენებთ, ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში ისინი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, თუმცა „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი ჰქონდა. „ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ. სამი დღე არდასჭირდა სუსს. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. #საქართველოივანიშვილისგარეშე“,-წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)