|
2016-09-14 12:13:43, 595 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
„ქართული ოცნებიდან“ ისნის 05-08 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის პირველი კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. კანდიდატის თქმით, მთავარი პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების სტიმულირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით, ვაზისუბანში იგეგმება მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობა. ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გარემონტდება სადარბაზოები, შეკეთდება დაზიანებული ლიფტები, გაგრძელდება სპორტული მოედნების და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა. ირაკლი აბუსერიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ქადაგიძეც წარუდგინა. „ზურაბ ქადაგიძე ძალიან ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, რომ გულთან ახლოს მიიტანს თითოეული მცხოვრების პრობლემას და დაეხამრება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებაში. ის თქვენი ღირსეული წარმომადგენელი იქნება დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)