|
2016-09-14 10:57:25, 597 ნახვა
პოლიტიკა
სავალან მირზოევი ამომრჩევლებს შეხვდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი შეხვედრებს აგრძელებს. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, სავლან მირზოევი ამომრჩევლებს სოფელ კალინინოსა და სოფელ ნაზარლოში შეხვდა. თავდაპირველად დეპუტატობის კანდიდატი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო C ჰეპატიტის პროგრამას. ამ პროგრამით გარდაბნის რაიონის რამდენიმე მცხოვრებიც სარგებლობს. სოფელ კალინინოში კი, ამომრჩევლებმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც დაუსვა კითხვები. საუბარი მცირემიწიან ფერმერთა პროგრამასა და მიწების რეგისტრაციის გამარტივებულ წესს შეეხო. მირზოევმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რა დოკუმენტაციაა საჭირო მიწის ოფიციალურად გადასაფორმებლად. გარდა ამისა, სავალან მირზოევმა ამომრჩეველს კოოპერატივების და მასში გაერთიანებული ფერმერების უპირატესობაზე მიაწოდა ინფორმაცია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)