|
2016-09-13 16:09:34, 642 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაულმა ამომრჩევლებს ახამეტაში დაგეგმილი ინფრასტრქტურული პროექტები გააცნო
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ყარაჯალას, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობდა. ამომრჩეველთან საუბრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინტიტუტების გასაძლიერებლად მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძველი შექმნა. მომდევნო ოთხი წელი კი, ყველა დაწყებული რეფორმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას სჭირდება. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ გელა სამხარაულის პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პრინციპულობა ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ახმეტაში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებით სწრაფად და ხარისხიანად სარგებლობის საშუალება ექნება. ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ მიზნით 600 000 ლარი გამოიყოფა. შეხვედრებში ახმეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)