|
2016-09-13 15:14:43, 782 ნახვა
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: საკონსტიტუციო კომისიის კვორუმის პრობლემა არსებობდა, მაგრამ არა ჩემს გამო
პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, ის კომისიის მუშაობის დროს განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ კომისიის სხდომის უმეტესობაში მონაწილეობა მიიღო. ამასთან ელისო ჩაფიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის მიესალმება თუ გამოქვეყნდება კომისიის მუშაობის დროს დეპუტატების დასწრების სია. „ოფიციალურადაა დაფიქსირებული თუ მონაწილეობდა საკონსტიტუციო კომისიის სხდომებში. მე, პირადად, ვერ ვიტყვი, რომ კომისიის მუშაობის დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოვირჩეოდი. თუმცა, რამოდენიმე წინადადება მქონდა, რაც სხდომის ოქმშიცაა შეტანილი. მათ შორისაა, გუბერნატორების არჩევითობასთან დაკავშირებული წინადადებები და სასამართლო ხელისუფლებასთან არსებული საკითხები. მე სწორედ ამ ორ, ადამიანის უფლებებისა და ტერიტორიული საკითხების კომისიაში ვიყავი გაერთიანებული. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ კომისიის ყველა სხდომას ვესწრებოდი, მაგრამ უმეტესობაში მონაწილეობა მივიღე. ნამდვილად არსებობდა კვორუმის პრობლემა, მაგრამ არა ჩემს გამო. ზოგადად, მივესალმები თუ გამოქვეყნდება კომისიის მუშაობის დროს დეპუტატების დასწრების სია. თუმცა, კომისიის სხდომებზე სხვა გუნდის წევრებიც არ დადიოდნენ“, - აცხადებს ჩაფიძე. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო კომისია სხდომებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიუსვლელობისა და შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ფუნქციონირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)